ირკვევა, რომ პრემიების ოდენობა და და მიმღებთა თანამდებობრივი კატეგორია კვლაც უცვლელია .
2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური დეპარტამენტის ხელმძღვანელზე გაცემული პრემია _ 9 462 ლარია, მოადგილეზე _ 7 275 ლარი, ხოლო სხვა ექვსმა თანამშრომელმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება ჯამში 10 484 ლარი აიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან თებერვლის ჩათვლით მერაბ გოცირიძემ მიიღო16 375 ლარი, მალხაზ ურთმელიძემ _ 5 625, ნანა ჯიოევამ _ 4 375. საერთო ჯამში სამსახურში 1 წლის განმავლობაში 67 000 ლარი დარიგდა. პრემიის მიმღებთა თანამდებობა და მათ მიერ მიღებული პრემიების ოდენობა არ სახელდება.
გასული ერთი წლის განმავლობაში, პრემიები დარიგდა აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც. ბიუროს ახალმა თავმჯდომარემ გასული წლის დეკემბერში 4 750 ლარი აიღო, მისმა მოადგილეებმა კი _ 6 700. გასული 1 წლის განმავლობაში აღსრულების ბიუროში მხოლოდ პრემიებზე 1 961 216 ლარი დაიხარჯა.