https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ლიბერთი ბანკს” ახალი დევიზი სჭირდება

4:03; 29.03.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენიმე დღეა, “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალთან ჩავლისას, კომუნისტების დროს, მოსკოვში, მავზოლეუმთან, ლენინის ნეშტის სანახავად რიგში ჩამდგარი ხალხი გაგახსენდებათ. დაინახავთ “სტაჟიან” მომლოდინეებსაც _ ეტყობათ, წინა დღეებში არ გაუმართლათ. “დგანან, და ელიან” სასურსათო ვაუჩერის განაღდებას. რედაქციაში კი აღშფოთებული მოქალაქეების ზარი არ წყდება _ იქნებ რაიმე გვიშველოთო.

დილით, 9 საათზე, ბანკის წინ მომლოდინე ხალხს შევუერთდით. ერთ-ერთმა ქალბატონმა გულისტკივილით გვითხრა: _ სამი დღეა სამებიდან დავდივარ სასურსათო ვაუჩერის გასანაღდებლად, 9 ლარი უკვე დავხარჯე. თუ დღესაც ვერ მოვახერხე აღება, რაღა აზრი აქვს? ეს 30 ლარი გზაში დამეხარჯება!

ბანკი, რომლის დევიზია “ყველგან და ყველასთვის”, დილით, დაკეტილი კარით, ღმერთმა იცის, საიდან შესული თანამშრომლებით (ეტყობა, ბანკის შენობას “საიდუმლო” შესასვლელი აქვს), კარში გამოჭრილი პატარა სარკმლიდან შიგადაშიგ გამომზირალი “დაცვის ბიჭების” “იმიჯით” წარსდგა ჩოხატაურელების წინაშე. როცა გაგვიმართლა და სარკმელთან დაცვის თანამშრომელი  მოვიხელთეთ, მმართველი მოვიკითხეთ: _ ახლა ნაგომარშია და 5 წუთში მოვაო, _  გვიპასუხეს. რადგან 5 წუთი, ასეთ შემთხვევებში, მინიმუმ, ერთ საათს უდრის, დაცვას მმართველის მობილური ტელეფონის ნომერი ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ, თურმე, ტელეფონის ნომრის გაცემის უფლება მას არ ჰქონია. სხვა საქმე მაინც არ გვქონდა და გავიხსენეთ, თუ როგორ ამოწმებდა პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტი ბანკის ჩოხატაურის ფილიალის უფროსის კი არა, მინისტრების მობილურების “მომსახურების ზონაში” ყოფნა-არყოფნას… თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა…

ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთმა ქალბატონმა “საიდუმლოდ” გაგვანდო, მმართველი შენობაშიაო. ეტყობა, მანაც იმ “საიდუმლო” შესასვლელით ისარგებლა. დიდი ძალისხმევით გავარღვიეთ ხალხის რიგი, გზადაგზა აღშფოთებულ ხალხს ვებოდიშებოდით, რომ მმართველისგან ვაუჩერის განაღდება კი არა, შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება გვსურდა. მმართველს, ისე რომ არც კი შემოუხედავს, ხალხის აღშფოთება და თხოვნა გადავეცით, რადგან ჩავთვალეთ, რომ “უკანა” კარიდან ბანკში მოხვედრილმა, იქნებ, არც იცის, რა ხდება გარეთ: ამდენი ლოდინითა და ტანჯვით დაღლილი, “საჭმლის ვაუჩერის” რიგში მდგომი მოქალაქეები ცუდადაც კი ხდებიან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გამოძახებაც უხდებათ, ვაუჩერის ფასს გზაში ხარჯავენ და ხელთ აღარაფერი რჩებათ… რიგში დგას პედაგოგი, რომელსაც ბანკიდან სესხი აქვს გატანილი და თანხის გადაუხდელობის გამო, წინა თვეში უკვე მოუხდა ჯარიმის გადახდა; თუ ახლაც დროულად ვერ გადაიხდის, ჯარიმა კიდევ უფრო გაიზრდება; რიგში დგანან გაზის აბონენტები და დანახარჯის გადახდის ბოლო ვადას თუ გადააცილებენ, გაზს გადაუკეტავენ და ოჯახები სიცივეში დარჩებიან; რიგში დგანან ორგანიზაციების ბუღალტრები, რომლებსაც გადაუდებელი საბანკო ოპერაციები აქვთ გასახორციელებელი…

_ ილაპარაკეთ, ქალბატონო, ილაპარაკეთ… _ საუბრის ნება ისე “დაგვრთო”, თავიც არ აუწევია მონიტორთან მიმჯდარ მმართველს, ვინმე ზაზა სვანიძეს.

“საუბარი” იმით დასრულდა, რომ თურმე, “ბანკის მმართველი ანგარიშვალდებული არაა, რამე აგვიხსნას!” როგორც ჩანს, სვანიძეს ჩოხატაურელთა პრობლემები, რომლებიც “ლიბერთი ბანკის” შენობის წინ ცოცხალ რიგში რამდენიმე დღეა დგანან, იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნია, ახსნა-განმარტების ღირსადაც არ თვლის და  თვის ბოლოს, მხოლოდ ხელფასის დათვლა “ეხერხება”. ბანკს, რომელსაც ასეთი თანამშრომელი ჰყავს ფილიალის უფროსად, უფრო სხვა სახის დევიზი შეეფერება; იმ დღეს, ცოცხალ რიგში იმდენი შესაფერისი დევიზი გავიგონეთ, ჩამოთვლაც და  უფრო კორექტულების შერჩევაც გაგვიჭირდა, მაგალითად, “ჩემთვის და ჩემდათავად”, “კაბინეტში _ ხელფასისთვის” ან კიდევ “კლიენტები ფეხებზე მკიდია”…

ჩვენ ხალხში გაგონილ ახალ სლოგანებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ სტატიასთან ერთად გადავუგზავნით სათავო ოფისს და თავად გადაწყვიტონ, ამგვარი დევიზი უფრო გამოადგებათ თუ სვანიძისნაირი “მმართველი” ჩოხატაურში. მანამდე, მოსახლეობისთვის რომ რამე სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა, “ლიბერთი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს დოდო ბოჭორიშვილს დავუკავშირდით. მან ბოდიში მოუხადა მოქალაქეებს შექმნილი შეფერხებების გამო და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მთელს საქართველოში ასე მიმდინარეობს და რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეეცდებიან ფილიალებში თანამშრომლები დაამატონ.

ჩოხატაურელებისთვის ვერაფერი ნუგეშია, რომ “საჭმლის ვაუჩერების” (როგორც ხალხში ეძახიან) დარიგება მთელ საქართველოში ასევე, ანუ სამარცხვინოდ მიმდინარეობს. მოსახლეობას კი შევახსენებთ, რომ სასურსათო ვაუჩერზე, რომელიც წინასაარჩევნო სარეკლამო ტექსტითაა “დამშვენებული”,  ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დონის ასამაღლებელი გრძელვადიანი საფუძვლების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის, ახალი სამუშაო ადგილების მოხსენიებით, მითითებულია, რომ ვაუჩერის განაღდება 2011 წლის 1 ივლისამდეა შესაძლებელი. ვაუჩერზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ცხელი ხაზიცაა” მითითებული: (822) 510-033, (822) 910-046. მართალია, ჩვენ დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში ვცადეთ სამინისტროს ამ ტელეფონებზე დაკავშირება და ჩოხატაურში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ხაზი “ცხელი” კი არა, მუდმივად “დაკავებული” აღმოჩნდა. თქვენც სცადეთ, იქნებ, გაგიმართლოთ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“თუ ვერ დავიტოვეთ 500 მლნ კუბური მეტრი გაზი არსებული ფასით, ტარიფები გაიზრდება”- ენერგეტიკოსი

12:20; 8 იანვარი, 2026
საზოგადოება

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის სტატისტიკას აქვეყნებს

11:49; 8 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:35; 8 იანვარი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი და ნისლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

10:25; 8 იანვარი, 2026
საზოგადოება

გაყინული თევზის იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ/ვყიდით?

10:23; 8 იანვარი, 2026

ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული შეიარაღება - სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეები _ ვიდეო

ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. 29.03 _ ვიდეო

ყველა სიახლე

მსოფლიო

ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

13:17; 8.01.2026
სამართალი

დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეო ადგილიდან

12:38; 8.01.2026
საზოგადოება

“თუ ვერ დავიტოვეთ 500 მლნ კუბური მეტრი გაზი არსებული ფასით, ტარიფები გაიზრდება”- ენერგეტიკოსი

12:20; 8.01.2026
საზოგადოება

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის სტატისტიკას აქვეყნებს

11:49; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:35; 8.01.2026
სამართალი

420 აბი ნარკოტიკული საშუალება ხელბარგში – აეროპორტში 1 პირი დააკავეს

10:49; 8.01.2026
სამართალი

“ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა”- ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:42; 8.01.2026
სამართალი

თანხის გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:39; 8.01.2026
მსოფლიო

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 8.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი და ნისლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

10:25; 8.01.2026
საზოგადოება

გაყინული თევზის იმპორტი გაიზარდა – სად ვყიდულობთ/ვყიდით?

10:23; 8.01.2026
ზაფრანი

„საახალწლო კედები“

10:12; 8.01.2026
ზაფრანი

საახალწლო “საჩუქარი“ საყვარელი გოგონასათვის

9:56; 8.01.2026
ზაფრანი

„უცნაური“ საახალწლო მკითხაობა

9:52; 8.01.2026
ზაფრანი

უნებლიე „საახალწლო საჩუქარი“

9:44; 8.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო