თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ ინტერესისათვის, რომელსაც ევროპული მედია საქართველოში მიმიდინარე პროცესებთან დაკავშირებით იჩენს. მინისტრმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში დაგეგმილი სამართლებრივი რეფორმების შესახებ ისაუბრა. ცვლილებები იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესში, „საერთო-სასამართლოების შესახებ“ კანონში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, შრომის ახალი კოდექსი, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია – ეს იყო ჟურნალისტებთან საუბრის ძირითადი თემები. იუსტიციის მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს კი თეა წულუკიანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც გერმანული მედიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოში მიმდინარე პოცესების მიმართ გერმანიაში დიდი ინტერესია. ამიტომ, იგეგმება იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შესახებ სტატიების გამოქვეყნება გერმანულ მედიაში.
გერმანელი ჟურნალისტები საქართველოში „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) მიწვევით იმყოფებიან. ისინი უკვე შეხვდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, _ იუწყება იუსტიციის სამინისტრო.