ჩინეთში ბავშვებს შორის პნევმონიისა და რესპირატორული დაავადებების ახალი ფორმები დაფიქსირდა. ბევრ ქალაქში, მათ შორის პეკინში, საავადმყოფოები გადაჭედილია. მაღალი მიმართვიანობის გამო პაციენტებს საათობით რიგში დგომა უწევთ.
ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებს ხველა არ აღენიშნებათ. მათ აქვთ მაღალი სიცხე. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს კი ექიმები პაციენტებს წვეთოვანებს უდგამენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ( WHO) გასულ კვირას სთხოვა ჩინეთს გაესაჯაროვებინა დეტალური ინფორმაცია რესპირატორული დაავადებების გაზრდისა და ბავშვებში პნევმონიის კლასტერების შესახებ.
თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთში დაავადებებში მატება არ არის ისეთი მაღალი, როგორც კოვიდ პანდემიამდე და გაიმეორა, რომ ბოლო შემთხვევებში ახალი ან უჩვეულო პათოგენები არ იქნა ნაპოვნი.
„ამ ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ გრიპის ჯგუფური შემთხვევები ბავშვებს შორის ჩინეთის გარკვეულ ნაწილებში. სინამდვილეში, ეს არის ძალიან გავრცელებული ფენომენი ბევრ ქვეყანაში და ჩინეთში, რომელიც ეფექტური კონტროლის ქვეშ მოექცა.
ჩინეთის ურთიერთქმედება საერთაშორისო თანამეგობრობასთან გავლენას არ მოახდენს რაიმე ფაქტორზე და ჩვენ მივესალმებით მეგობრების მეტ ვიზიტს მთელი მსოფლიოდან“, – განუცხადა ვანგმა ჟურნალისტებს გაეროში, სადაც ის უძღვება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე.
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი, არამედ სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის რესპირატორული დაავადების, ადენოვირუსისა და გრიპის შეხამებით არის გამოწვეული.
ტაივანი თავის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ასაკოვნებსა და ახალგაზრდებს, ჩინეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ჩინეთი, რომლის მთავრობა ამტკიცებს, რომ დემოკრატიულად მართავს ტაივანს, როგორც საკუთარს, თავდაპირველად ცდილობდა დაეფარა ეს დაავადება.
,,თუ მოგზაურობა აუცილებელია, მაშინ ადამიანებმა ჩინეთში წასვლამდე უნდა გაიკეთონ გრიპის და კოვიდ-ის ვაქცინაცია,“ – აცხადებს ტაივანის მთავრობა.
რაჯიბ დასგუპტამ, ეპიდემიოლოგმა და თემის ჯანმრთელობის პროფესორმა ნიუ დელიში, ჯავაჰარლალ ნეჰრუს უნივერსიტეტში, თქვა, რომ ”რესპირატორული ინფექციების მოგზაურობის შეზღუდვები არ არის ეფექტური ღონისძიება გადაცემის შეფერხებისთვის”.
ავტორი