როგორც ცნობილი გახდა, მინისტრის მოადგილე შეხვედრის მონაწილეებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებს გააცნობს და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებებს მათთან ერთად განიხილავს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი – მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში. გარდა ამისა, 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვიმმართველობის საბჭოები.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი საკითხია ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების პერსპექტივებს. გახდება თუ არა ზუგდიდი ამ სტატუსის მატარებელი და რა დადებით შედეგებს მოიტანს ეს გადაწყვეტილება, ამაზე შეხვედრის მონაწილეები ერთობლივად იმსჯელებენ.