ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რეჟისორი ორი თვის წინ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიას რეჟისორის ოჯახმა დაუდასტურა.
გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“, “არ დაიდარდო” , „შემოდგომის მარათონი“, „მე დავდივარ მოსკოვში“. 1986 წელს გადაიღო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი „კინ-ძა-ძა“. დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.