“როგორც ჩანს, მათ ვიღაც ეუბნება, რომ ჩვენ ვაპირებთ “კუდიანებზე ნადირობას”. მოსამართლეთა გასაგონად ვამბობ, რომ არ ვგეგმავთ კონკრეტული მოსამართლეების დევნას. ხარვეზების დამდგენი კომისიის მიზანია ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა; მოსამართლეებს ისედაც აქვთ გარანტიები, რომლებიც კონონმდებლობაშია ჩადებული და ამ გარანტიების გაუქმებას არავინ გეგმავს.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილება მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე პასუხობს: “მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ამ ეტაპზე, საჭირო იყოს ამ ცვლილების მიღება”.