ბესო ლომსაძე: “ქალთა საბჭოს უნდოდა ელდარ შენგელაისათან შეხვედრა და იუბილეს მილოცვა პატარა კონცერტით, მაგრამ იმდენი მსურველი აღმოჩნდა, რომ კონცერტი მაშტაბებით გაიზარდა. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობს ფოლკლორული ანსამბლი “მარიალისი”, თეატრალური სტუდია “ჭინჭრაქა”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “ციგრიგალა”. რეჟისორს მიულოცავენ საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე მზექალა შანიძე, რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, იმედო კახიანი, ლაშა ღლონტი, ნატო გელაშვილი, და-ძმა ბედიები, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ქალთა საბჭოს წევრები. რომელი კუთხიდანაც იქნება მილოცვა, იმ კუთხის სიმღერა და ცეკვა შესრულდება.
_ საღამოს წამყვანები ვინ არიან?
_ საღამოს წამყვანები არ ეყოლება, კადრი და გამომსვლელი შეცვლის ერთმანეთს. ეკრანზე გავა ნაწყვეტები ელდარ შენგელაიას ფილმებიდან, სცენაზე კი მომღერლები გააცოცხლებენ სიმღერებს ამ კინო-ფილმებიდან. სტუმრების დარბაზში შემოსვლაც ფილმების ფონზე მოხდება.
_ რეჟისორი მარტო თქვენ ხართ?
-სცენარის ავტორი და მთავარი რეჟისორი მე ვარ, მეხმარება ზურა გუგუშვილი, ამიტომ ვამბობ, რომ ორი რეჟისორი ვართ. დასწრება თავისუფალია, ასე რომ ველით ყველას, ვინც ელდარ შენგელაიას შემოქმედებას აფასებს.