“ალბათ იცით, რომ მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და მაქვს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება. ასე რომ, თქვენ მე ვერ დამჩაგრავთ, ძალიანაც რომ მოინდომოთ” _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო გიორგი გაბაშვილის რეპლიკა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მან განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ქუჩაში “შპრიცებს” ყრიდა.
მან მიიღო შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება არ ხდებოდა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შსს ამ ხარვეზს, რომელიც ტექნიკური მიზეზებით ხდებოდა, გამოასწორებდა.