ცენტრი არწმუნებს ყველა აბიტურიენტს, რომ მათ საკმარისი დრო ექნებათ რეგისტრაციისათვის, რაც, გარდა პირადი ინფორმაციისა, ჩასაბარებელი გამოცდების მითითებას, აგრეთვე საგამოცდო ქალაქისა და გამოცდის ენის არჩევას ითვალისწინებს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, 2013 წლიდან ჩამონათვალში ცვლილების შეტანა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში (სააპელაციო განაცხადების განხილვამდე) იქნება შესაძლებელი.
2013 წლის გამოცდებისათვის აპლიკანტები რეგისტრაციას ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 28 თებერვალს დასრულდა. წელს სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 25 ათასზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.