გამოკითხვის შედეგად, რადიოების საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით ლიდერობს რადიო მაესტრო (23%), რადიო პალიტრა მეორე ადგილზეა (18%), ფორტუნა – მესამეზე (10%) , რადიო იმედი – მეოთხეზე (8%) და აფხაზეთის ხმა – მეხუთე (7%). დანარჩენი რადიოების საერთო წილმა შეადგინა 44 %.
გამოკითხვაში მონაწილეთა ასაკი თითქმის თანაბრად გადანაწილდა 18-24, 25-34 და 35-45 წლების ასაკობრივ კატეგორიებში და მთლიანობაში აუდიტორიის 75% შეადგინა, რესპონდენტების 56 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 44 პროცენტი – ქალი. შემოსავლების ჭრილში ყველაზე მეტი (58 პროცენტი) 1000 ლარამდე შემოსავალს იღებს, ხოლო 2000 ლარზე მეტი გამოკითხულთა მხოლოდ 19 პროცენტს აქვს.
“შედეგებმა, რომელიც მივიღეთ, ჩვენ მოლოდინებს გადააჭარბა. არ ვიმედოვნებდით, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა კითხვარს. დაგეგმილი გვქონდა, რომ საიტების მომხმარებლების მხოლოდ 1-2 პროცენტი უპასუხებდა კითხვებს. სამდღიანი კვლევის შედეგად მივიღეთ 31 ათასზე მეტი (მონაწილეთა 18,4%) უნიკალური მომხმარებლის მიერ შევსებული კითხვარი, რომელიც უპრეცედენტოა ინტერნეტ გამოკითხვებისთვის.
პროექტში მონაწილეობაზე მოლაპარაკებები რამდენიმე საინფორმაციო საიტთან მიმდინარობდა და საბოლოოდ გამოიყო ის 8 რესურსი, სადაც პროექტის ტექნიკურად გამართულად განხორციელებას შევძლებდით. სპეციალური ინტერნეტ ტექნოლოგიის მეშვეობით, ხდებოდა კითხვარის ამონათება და მომხმარებლების ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, კითხვარის შევსება ერთი აიპი მისამართიდან მხოლოდ ერთ უნიკალურ მომხმარებელს შეეძლო.
მასშტაბურობის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ გამოკითხვას სრულყოფილი სოციოლოგიური კვლევის პრეტენზია აქვს. ეს საპილოტო პროექტი იყო. თუმცა, აუდიტორიის პრეფერენციების შესახებ საინტერესო და საგულისხმო ინფორმაციის მოპოვება შევძელით, რაც მომავალში რადიო გადაცემებისა და საინფორმაციო საიტების მეშვეობით კროსპროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაგვეხმარება”, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.
ანალოგიური ინტერნეტ-გამოკითხვის ჩატარებას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ ივნისის ბოლოს აპირებს და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით ინტერნეტ საიტების ბაზისა და კვლევის მასშტაბის გაზრდას აპირებს.
პროექტში შემდეგი საინფორმაციო საიტები მონაწილეობდა: www.intermedia.ge, www.ipn.ge, www.for.ge, www.ambebi.ge, www.pirweli.com.ge, www.iveroni.com.ge , www.kvirispalitra.ge, www.info9.ge.
ხოლო კითხვარში რადიოები: მაესტრო, პალიტრა, ფორტუნა, იმედი, აფხაზეთის ხმა, უცნობი, კომერსანტი, მწვანე ტალღა, საზოგადოებრივი არხი, ცხელი შოკოლადი, პირველი რადიო.
(R)