შეხვედრის შემდეგ შეიქმნა ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აღდგენაზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფი.
ჯგუფის წევრებმა, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი აზრით, აუცილებელია ზუგდიდს დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და მუნიციპალიტეტის და ქალაქის მმართველი რგოლები იყოს არჩევითი.
მერაბ ქვარაია, საინიციატივო ჯგუფის წევრი: “საინიციატივო ჯგუფი ეხმაურება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კანონპროექტზე მუშაობის პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტს. მასზე, ასევე, აქტიურად მუშაობს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ზუგდიდის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ზუგდიდს ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს არჩეული საკრებულო და გამგეობა. ამ საინიციატივო ჯგუფის და მოსახლეობის აზრით, ზუგდიდი მზადაა, თვითმმართველი ქალაქი გახდეს.”
საინიციატივო ჯგიფის წევრმა მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე ჩატარდება დებატები და მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში, რათა ზუგდიდმა დაიბრუნოს თვითმართველი ქალაქის სტატუსი..