აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახურის ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
„დემოკრატიული მოძრაობა“ შეკითხვით მიმართავს ბატონ გია ბარამიძეს, რომელიც სავარაუდოდ თავად უნდა იჯდეს ციხეში:
რატომ არ დააპატიმრა მისმა ხელისუფლებამ 26 მაისის ორგანიზატორები, თუ ისინი ნამდვილად იყვნენ კრემლთან შეკრულები?
თუმც, თავად ნაციონალურმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმის დამტკიცება რასაც თავიდან აბრალებდნენ 2011 წლის მაისის მოვლენების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და სწორედ ამიტომ, ამ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირი, ვითომდა სხვადახვა დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით იქნა გასამართლებული.
სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას მიაქვს იმდენი დრო, რომ საზოგადოების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებებში ეჭვმიტანილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კიდევ ბედავენ ასეთი განცხადებების კეთებას.
„დემოკრატიული მოძრაობა“ უახლოეს დღეებში მიმართავს საჩივრით შესაბამის ორგანიებს და ჩვენს მიერ წლების მანძილზე შეტანილ თხუთმეტზე მეტ სარჩელს კიდევ ერთი მიემატება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ქვეყანაში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აღნიშნულ საქმეებს მიეცემათ მსვლელობა და ყველა პირი რომელიც გეგმავდა და ანხორციელებდა „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კერბის“ ლიდერების დისკრედიტაციას, ცილისწამებას და პოლიტიკურ მკვლელობას, აუცილებლად წარსდგებიან მართმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულებებისათვის.