როგორც ირკვევა, დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა 2012 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ყოველთვიურად 5 040 ლარის პრემიას იღებდა (მხოლოდ თებერვალში აიღო 7 560 ლარის პრემია). ოქტომბრის თვეში ახალმა თავმჯდომარემ გიორგი ლორთქიფანიძემ ასევე 5 040 ლარის პრემია აიღო. იგივე ტენდენცია გაგრძელდა ნოემბრიდან დანიშნული ხელმძღვანელის ზოია ხასიას შემთხვევაშიც, რომელიც იანვრის ჩათვლით ყოველ თვე 5 040 ლარის პრემიას იღებდა.
ასევე ირკვევა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტოპარკის ხარჯები ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში _ საინტერესოა, რომ სექტემბერში გახმაურებული ციხის მოვლენების შემდეგ სექტემბრის განმავლობაში (20-24 სექტემბერი) 40 ძვირადღირებული ავტომანქანაა, მათ შორის 133 375 ლარის ღირებულების 2012 წლის აუდი Q7. სულ ახალი ავტომანქანების შეძენაზე ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით დახარჯულია 3 860 480.63 ლარი.
“სასჯელაღსრულების . დეპარტამენტმა არასრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია პრემიების, საშტატო ნუსხისა და ბიუჯეტის შესახებ, რადგან არ არის მოწოდებული ინფორმაცია დეპარტამენტის ხელმძღვანელების მოადგილეების პრემიების შესახებ, არ არის მოწოდებული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, აგრეთვე ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია,” _ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ტგავრცელებულ განცხადებაში