საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა, აგრეთვე, იმედი გამოთქვეს, რომ გაგრძელდება მაღალი და უმაღლესი ვიზიტების ურთიერთგაცვლის პრაქტიკა. მხარეებმა ისაუბრეს 28 მარტს, ბათუმში დაგეგმილი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეორე სამმხრივი შეხვედრის ჩატარების საკითხებზე და აღნიშნეს სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა.