საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის იმპლემენტაციის ვადებს.
21-22 მარტს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მე-14 პლენარული სესია.