მინისტრმა მოხსენება საგარეო საფრთხეებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
“ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს მტრის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი სადაზვერვო თანამეგობრობის ინფორმაციით ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა, მე ვიტყოდი უფრო მძიმდება, რადგან დამატებითი საფორტიფიკაციო ნაგებობები და ბაზები ჩნდება როგორც აფხაზეთის ასევე ცხინვალის რეგიონში, რაც მიანიშნებს იმას რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა როგორც სტrუქტურული რეფორმის განხორციელება, ასევე შეიარაღებული ძალების მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა. მომატებულ საფრთხედ რჩება უკვე დაგეგმილ ოლიმპიადასთან დაკავშირებული ტერორიზმის საფრთხე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გვაქვს კომპლექსური ურთიერთქმედება, რომ ყველა მოსალოდნელის საფრთხე მაქსიმალურად იყოს განეიტრალებული და რეგიონულ პარნიორებთან ერთად მოხდეს მათი პრევენცია,” _ აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.