https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი უძლური ქალბატონი ორნაირი უმძიმესი პრობლემის წინაშე

12:03; 23.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუმცა, ორიოდე დღის წინ, ერთ მათგანს, 52 წლის მზია ღონღაძეს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს და თუ აქამდე გამუდმებით შინიდან გამოძევებით ემუქრებოდნენ, ახლა “უჩინარმა” ხელმა, სოციალური დახმარების შეჩერებით, საარსებო ლუკმა მოუსპო.

_ უკიდურეს გაჭირვებულთა შორის ყველაზე უარესი, ლიხაურში თუ ერთი ღატაკი არსებობს, მეორე მზია ღონღაძეა, _ ასე შეაფასა სოციალურმა აგენტმა, როგორც ქალბატონი მზია ამბობს, მისი ოჯახის ყოფა.

_ მე ვარ ქალი ლუკმისა და ჭერის გარეშე, _ გვიყვება მზია ღონღაძე, _ მიზანმიმართულად მიმიყვანეს აღსასრულის კართან.

მთელ ოზურგეთში გახმაურებულია სოფელ ლიხაურში, ყოფილი საყვავილე მეურნეობის ტერიტორიაზე 1955 წლიდან ჩამოსახლებული ოჯახის ისტორია. მიწის ის ნაწილი, რომელზეც მათი პატარა სახლი დგას, ყოველგვარი გაფრთხილებისა და რაიმე პირობის გაუთვალისწინებლად (კომპენსაციაზე ლაპარაკი ზედმეტია), ჰექტრობით მიწის ფართობთან ერთად, მიიზომეს წარსულში ოზურგეთის ყოფილმა გამგებელმა ვასილ ტუღუშმა და ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა ავთო ღლონტმა. ღონღაძემ იჩივლა, თუმცა, შვიდჯერ გადადებულ სასამართლოს ამ ოჯახის სასარგებლო განაჩენი მაინც არ გამოუტანია.

_ ქმარი ჩემი სახლიდან გამომსახლებლების ერთ-ერთი მოვარდნის შემდეგ გარდამეცვალა, ახლა კი სოციალური დახმარება მთავრობამ მომიხსნა. არანაირი გზა აღარ დამრჩა, გარდა სიკვდილამდე ამ ორი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისა, _ ამბობს მზია ღონღაძე.

მისი საოჯახო გარემო უბადრუკად გამოიყურება _ ჰყავს ერთი პატარა ხბო და ექვსი ქათამი.

_ შეშის ღუმელით ვსარგებლობ, გაზის მილი ჭიშკართან გადის, თუმცა, სასაცილოა შიგ შემოყვანაზე ფიქრი. მარტამდე კი ვიღებდი დახმარებას. თებერვალში მოსულმა აგენტმა, აქ რომ შემოიხედა, თქვა, გაჭირვებულთა შორის უკანასკნელი ხარო. მერე რა დაწერა და საიდან მიიღეს 64 850 ქულა, ჩემთვის გამოცანაა. მოდით, ნახეთ, მირჩიეთ რამე, ვის მივადგე და სად წავიდე? რომ არა ჩვენი მეზობელი ზური კეჭაყმაძე, შიმშილით მკვდარი ვიქნებოდით, _ გვიამბობს ქალბატონი მზია და იხსენებს ერთ ფაქტს, როცა მასთან ოჯახში აგენტი იმყოფებოდა _ თურმე, მათ ეზოსთან, მიმდებარე მინდორზე ნახირი ძოვდა. უკითხავს, ეს ძროხები შენი არ არისო? _ ალბათ, რაღაც ჩაწერა დეკლარაციაშიო, _ ფიქრობს მზია ღონღაძე, რომლის 23 წლის ვაჟი ლერი ღონღაძე არ მუშაობს _ ორჯერ აქვს გადატანილი უმძიმესი ოპერაცია. როგორც ქალბატონი მზია ამბობს, მას კუჭი გაუსკდა.

დედა-შვილი აქამდე 54-ლარიანი სოციალური დახმარების იმედად იყვნენ: _ ჩემი შვილი ჰერკულესის ფაფის მეტს ვერაფერს ჭამს. იმ 54 ლარს, რაღაცნაირად ვკმარობდი პურისა და ფაფის ფულად. ახლა რა ვქნა? _ გაუსაძლისია ამ ქალბატონის მოთქმა, რომელიც ჩვენი ადგილზე მისვლის განმავლობაში ტიროდა და შველას გვთხოვდა. ლერი ღონღაძე, ჯერჯერობით, მწოლიარე მდგომარეობაშია, რადგან ახალნაოპერაციევია. ჩვენი იქ ყოფნისას ზური კეჭაყმაძეს გამოჩნდა და ცელოფანის პარკით სურსათი გადასცა ქალბატონ მზიას.

_ ასე გვიწვდის ხელს, ზეთს, ბურღულს თუ პურს გვჩუქნის, მაგრამ სანამ ვიქნები მის იმედად? ახალ ხელისუფლებას მივაკითხე. ჩვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ძალიან გულთბილად შემხვდა, აქამდე რატომ არ გამაგებინე ეს ყველაფერი, აუცილებლად დაგეხმარებიო. იქნებ, შინიდან არ გამომაგდონ. დეპუტატი რომ შეისწავლიდეს ამ საკითხს, ნახავს და გაიგებს ჩვენებური მონათმფლობელობის დაუჯერებელ ამბავს, _ ამბობს მზია ღონღაძე.

კითხვაზე, წაიკითხა თუ არა აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის ბოლო ფურცელი, რომლის არსებობის შესახებაც სოციალურად დაუცველებმა არაფერი იციან და რომელსაც თვით აგენტი ავსებს, აღმოჩნდა, რომ მზია ღონღაძემაც არაფერი იცის ამის შესახებ.

_ ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენი ჩაწერილია შიგ ყველაფერი და კომპიუტერი იმის მიხედვით წერსო. რა დაწერა მაგათ დაუკითხავად მაგ კომპიუტერმა, გამაგებინეთ! _ კვლავ ტირილით ასრულებს ქალბატონი მზია საკუთარ გასაჭირზე თხრობას.

მის გვერდით მცხოვრები ჟენრო ლაცაბიძე პენსიის ამარა ცხოვრობს და ისიც შინიდან გამოსახლების მოლოდინშია.

_ რომელი მოასწრებს ჩემს წაყვანას _ სიკვდილი თუ მაგენი, არ ვიცი, მარა ღმერთი დიდია, ისეთი ცოდვაა ჩვენ წინაშე ჩადენილი, ვერ გაიხარებენ, _ ამბობს მოხუცი.

ჯერჯერობით, ორივე ქალბატონი უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას და ერთმანეთს რის ვაი-ვაგლახით ამაგრებენ.

ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში, ჯერ აღნიშნული საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, მერე ტელეფონი გაგვითიშეს, მოგვიანებით კი კი ასეთი გულგრილი პასუხი გაგვცეს:

_ თქვენ არა, თვითონ შეუძლია მოქალაქეს, რომ მოვიდეს აქ, სააგენტოში და გაარკვიოს, რატომ მოეხსნა დახმარება. მოქალაქეს აქვს უფლება, არათუ აქ, ყველა ზემდგომ ინსტანციას მიმართოს, რამდენად სამართლიანად მოეხსნა დახმარება.

_ თქვენ ვინ ბრძანდებით, სოციალური აგენტი?

_ ირაკლი სირაძე.

_ თქვენ იყავით ლიხაურში, მზია ღონღაძის ოჯახში?

_ არა, ბატონო, ლიხაურში ერთი წელია, არ ვყოფილვარ… კარგად ბრძანდებოდეთ, მეტს ვერაფერს გიპასუხებთ.

მართლაც რომ კომენტარი ზედმეტია. აგენტი, რომელიც ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს ნებისმიერ კითხვას და ყურმილს გითიშავს, არის კი ღირსი, სახელმწიფო სამსახურში იდგეს და სოლიდურ ხელფასს იღებდეს? ეს კითხვა ისევე აქტუალურია დღეს ქვეყანაში, როგორც თვით სოციალურად დაუცველთა პრობლემა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საგანგებო მდგომარეობა ჩოხატაურში

საპატრიარქოს ფონდი მშიერი თანამოქალაქეების დასაპურებლად აქციებს იწყებს

ყველა სიახლე

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27.12.2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო