“დღეს არის ქართული ჟურნალისტიკის დღე. მინდა მივულოცო საქართველოში მცხოვრებ ყველა ჟურნალისტს ეს დღე. ჟურნალისტიკა -ეს არის მეოთხე ხელისუფლება და რადგან ისინი საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და ასევე მართავენ, მინდა ვუსურვო მათ ყველაზე მთავარი-ნდობა ამავე საზოგადოებისგან. ეს არის ის საყრდენი, რაზედაც იგება ყველანაირი ურთიერთობები. ნდობა კი სიმართლის გარეშე შეუძლებელია.
ვუსურვებ მათ იყვნენ მართლის მთქმელები და ისეთივე მებრძოლები, როგორიც დღეს არიან და იყვნენ მთელი ამ წლების მანძილზე.
ჩვენთან მიმართებაში კი ვუსურვებ იყვნენ რაც შეილება კრიტიკულები, ოღონდ სამართლიანად კრიტიკულები. სწორედ ამის შემდეგ არის მიღწევადი ყველასათვის ის ქართული ოცნება, რასაც დემოკრატიული საქართველო ჰქვია.” _ წერია მილოცვაში.