ამერიკელმა სამხედროებმა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს საბრძოლო ამოცანების გახორციელების გაშუქების პროცესში საჭირო უსაფრთხოების წესები გააცნეს. ინსტრუქტორებმა ჟურნალისტებს პრაქტიკული მაგალითებიც უჩვენეს და ავღანეთში ISAF-ის მისიაში მიღებული საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
“Agile Spirit 2013” საქართველოში მესამედ ტარდება. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც მასში მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას და ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გადიან.
ერთთვიანი სწავლება სამ ეტაპად ტარდება. წვრთნების აქტიური ფაზა 18 მარტს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება.