მისი განცხადებით კენჭისყრამდე გარკვეული საუბრები ჰქონდა უმცირესობასთან. მისივე თქმით, უმცირესობამ თავიანთ ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების შედეგად კომპრომისულ ვარიანტზე უარი თქვა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.
“იმავე მოტივებიდან გამომდინარე, რისთვისაც ეს ცვლილელები იყო მოტივირებული, რათა საქართველოში დასრულდეს პრაქტიკა, როცა ძალაუფლებადაკარგული პოლიტიკური პარტია ქრებოდა პოლიტიკური ასპარეზიდან, გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გააერთიანებს უფსკრულს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიღებთ ჩემთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებას და მზად ვარ, ჩავატარო სარეიტინგო კენჭისყრა” _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.