“კოტე კუბლაშვილი გგონიათ, რომ სასამართლოს დირექტორია? მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები და მათ შეუძლიათ არც კოტე კუბლაშვილს დაემორჩილონ. ცხოვრებაში არ მომსვლია აზრად, რომელიმე საქმეზე გამებედა კოტე კუბლაშვილისთვის მინიშნებითაც კი და მიმემართა.” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიხსენა პრემიერის განცხადება, რომელიც რეგიონულ მედიასთან კუბლაშვილის ავადმყოფობაზე გააკეთა.
“იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრმა რაც თქვა კოტე კუბლაშვილზე, გაიგებრობა იყო და ეს აღარ გამეორდება.” _ განაცხადა სააკაშვილმა და საერთო სასამართლოების საკითხსაც შეეხო.
“პარლამენტს უნდა მივცეთ განხილვის საშუალება, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს, თუ ამ ფორმით მიიღებენ ამ კანონს…
…გულწრფელად გეუბნებით, ამ კაბინეტში ჯდომა არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს, მე გულწრფელი ვარ თითქმის ყოველთვის. აქ, ახლა მე ვარ როგორც დარაჯი, ოღონდ არა ამ კაბინეტის… ჩემი ამოცანაა ვუყურო იმას, რომ მთავრობას ჰყავდეს ნამდვილი ოპოზიცია, რაც გუშინ დამტკიცდა კიდეც”, _ განაცხადა მან.