ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ჰოლანდიელ კოლეგასთან, ფრანს ტიმერმანსთან; დაგეგმილია შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტში, სენატის საგარეო, თავდაცვისა და განვითარების და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან. ასევე, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, ევროპულ საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხები.
მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგება საქართველოს საპატიო კონსულების დანიშვნის ოფიციალური ცერემონია.
საგარეო საქმეთა მინისტრი საჯარო ლექციას წაიკითხავს ლეიდენის უნივერსიტეტში, ასევე მონაწილეობას მიიღებს კლინგენდაელის უნივერსიტეტში დაგეგმილ დისკუსიაში საქართველოს შესახებ.
24 მარტს, ჰააგაში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება სხვადახვა ქვეყნებში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულებს.