ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გამართულად მუშაობს და შეფერხებები არ არის.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, აჭარის, გურიისა და გორის ინფრასტრუტურა სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. სახურავი აქვს გადახდილი ასეულობით საცხოვრებელ სახლსა და სახელმწიფო უწყებებს. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემებია ნაპირგასამაგრ ჯებირებთან დაკავშირებით, რომელიც მოირღვა ურეკსა და ქობულეთში. პრობლემებია გარეგანათებასთან დაკავშირებითაც.
დავით ნარმანიას განცხადებით, 2012 წელს, წინასაარჩევნოდ გადახურული სახლების სახურავების დიდი ნაწილი ასევე ან დაზიანებულია, ან გადახდილია მთლიანად.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სამინისტრო სასწრაფო წესით შეუდგება ზარალის დათვლას დააღდგენითი სამუშაოებიც უახლოეს დღეებში დაიწყება
60 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როდის დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
სტიქიამ თბილისიც დააზიანა და ამ დროისთვის რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი.