გულისმომკვლელ სურათს წავაწყდით დღეს, 9 აპრილს, სოფელ ლიხაურში.

ეროვნული გმირის, ნინო თოიძის ხსოვნის პატივსაგებად მიმავალ ადამიანებს, საცოდავად , ბორძიკით მოსიარულე ძაღლი შეეფეთა, რომელსაც ფოლადის ბაგირის ნაგლეჯი ჰქონდა ყელზე გამობმული. დაძახებისთანავე, თავი საბრალოდ მოგვიშვირა, თითქოს, მიშველეთო…
ანსამბლ „გურიას“ ხელმძღვანელმა, კობა დუნდუამ ძლივს მოახერხა საგანგებოდ წაჭერილი ფოლადის სამწვერა მავთულის მოხსნა.
_ ეს რა ადამიანის ხელმა და აზრმა ჰქნა? როგორ აქვს წაჭერილი. თუ დაბმული იყო და აიწყვიტა? საეჭვოა… კამეჩი ვერ გაწყვეტს ამ მავთულს. ახრჩობდა ვინმე უსისხლო,ნეტავ? _ გაბრაზდა კობა დუნდუა. თან სიხარულიც არ დაუფარავს: „აჰა, დღეს ამ ლიხაურელი მურიას თავისუფლების დღეცააო“.
დასახრჩობად გამეტებულმა მურიამ შვებით ამოიწკმუტუნა და რატომღაც სირბილით გაიქცა სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი სახოკიასკენ. მოფერების შემდეგ კი კიდევ უფრო მიუშვირა ნატკენი კისერი…






























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)








