9 აპრილს თბილისში ველო მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ველო მერი მარი მიხელიძე ჯგუფ დაიტოვეში ავრცელებს.
“ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან 9 აპრილს, 12:00 საათზე.
ველო მსვლელობა გაივლის გმირთა მოედანსა და 9 აპრილის მემორიალს.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას, მრავალი ადამიანი შეეწირა.
გვინდა, ამ მსვლელობით პატივი მივაგოთ ყოველ მათგანს და მადლიერება გამოვხატოთ.
ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გამოხატოს თავისი ერთგულება ქვეყნის მიმართ, ცხადად დააფიქსიროს:
რომ რუსეთი არის მტერი და მასთან მეგობრობა არც მისაღებია და არც რეალისტური.
რომ საქართველოს არ სურს იყოს რუსეთის გავლენის სფერო.
დემენტორები ცდილობენ, საქართველო წარმოაჩინონ აგრესორად ამ ურთიერთობებში, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს დემენტორების არც სჯერათ და არც ეშინიათ”,_ ნათქვამია “ჯგუფ დაიტოვეში” გავრცელებულ ინფორმაციაში.

































































