მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ 9 დღის ახალშობილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.
„მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქვის უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში“,_ განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
რაც შეეხება დანარჩენი 12 პაციენტის მდგომარეობას, კვლევების თანახმად უარყოფითი დინამიკის გარეშეა.