“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
როგორც ხერხეულიძე აცხადებს, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას გააკეთებს.
,,ხვალ მიხეილ საკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით აქვს პროცესი. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში არის. ხვალ მიხეილ სააკაშვილი აპირებს განცხადების გაკეთებას პროცესზე. თუ ჩივილებს არ ექნება მოგვარების გზები მოძებნილი, ის ჩივილები ჩივილად დარჩება და მდგომარეობა გაუარესდება, ეს არის საგანგაშო“ – განაცხადა ხერხეულიძემ.
ცნობისთვის, ხვალ, 9 თებერვალს საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზეა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო მოსმენა გაიმართება.
[sexy_author_bio]