ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კოვიდ 19-თან მიმართებით ოპტიმიზმის მიზეზი არსებობს.
მისი თქმით, თებერვლის შემდეგ მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა.
„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის მიზეზია. ჩვენ ყველა მთავრობას, საზოგადოებას და ინდივიდებს მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ, რადგან შესაძლოა კორონავირუსის ახალი ვარიანტები გაჩნდეს“, – აღნიშნა გებრეისუსმა.