ეს ინფორმაცია გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილისგან მივიღეთ. როგორც ზენაიშვილმა გვითხრა, ვირუბოვმა განცხადება შეიტანა და ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო..
თავად მალხაზ ვირუბოვიც ადასტურებს ამას და სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ მან განცხადება საკუთარი ნებით დაწერა. კითხვაზე, აპირებს თუ არა ის თანამშრომლობას ახალ მთავრობასთან, გვიპასუხა, რომ ამას მოვლენების განვითარება გვიჩვენებს.
ზენაიშვილის თქმით, ჯერ მისი ადგილმონაცვლის ვინაობა გარკვეული არაა, აქედან გამომდინარე, თანამდებობა ჯერ ვაკანტურია.