https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჯანდაცვის მინისტრის პასუხები ექიმებს, პაციენტებს და “გურია ნიუსის” მკითხველებს

4:03; 26.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ასეთი გახლდათ მინისტრ დავით სერგეენკოს პასუხი “გურია ნიუსის” ფოტოკორესპონდენტის თხოვნაზე, თქვენ სამუშაო მაგიდასთან დაბრძანდით და იქ გადაგიღებთ ფოტოსო.

 

მას არ უყვარს პოზირება ზოგადად და განსაკუთრებით თავის სამუშაო მაგიდასთან.

მაგიდაზე დაწყობილი საბუთების უმრავლესობა, როგორც თვითონ ამბობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზების ძიებას ეხება.

რისი ერიდება ყველაზე მეტად, სად გაუჭირდა ძალიან და რას აღიარებს ყველას წინაშე _ ამ ყველაფერს “გურია ნიუსის” მკითხველი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსგან შეიტყობს.

_ ბატონო დავით, თქვენი მინისტრად დანიშვნა საზოგადოებაში ასოცირებული იყო იმასთან, რომ მთელი ჯანდაცვის სისტემას გადააქცევდით საჩხერის საავადმყოფოს ტიპის მოდელად. თუმცა, იმ უამრავი პრობლემის გათვალისწინებით, რაც ჯანდაცვაშია, ამ შედეგის მიღწევამდე ბევრი გვაკლია. უმეტესწილად, ჩვენ ინფორმაციებსაც კი ვერ ვიღებდით იმ პრობლემებზე, რაც გვაინტერესებდა.

რა დაგხვდათ ყველაზე მოუწესრიგებელი და რა პროცენტის მოცულობის სამუშაოს შესრულება მოახერხეთ ამ დროისთვის?

_ საჩხერიდან თუ დავიწყებთ, გეტყვით, რომ ნებისმიერი სამედიცინო სამსახური რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ეს არის ინფრასტრუქტურული, საკადრო და თვითონ მოქმედების პოლისი, ანუ როგორ იქცევიან ამ საავადმყოფოს თანამშრომლები, ვგულისხმობ კლინიკურ და საორგანიზაციო საკითხებს.

საჩხერის მოდელი, რომელიც გვინდოდა გაგვევრცელებინა მთელი საქართველოს მასშტაბით და მე ეს ადრეც მითქვამს, შედგება ერთი მთავარი და სხვა დანარჩენი კომპონენტებისგან. ის ერთი მთავარი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესრულებული და აგიხსნით, რაზე მაქვს საუბარი. საჩხერის საავადმყოფოს შეეძლო ხელი არ ეკრა პაციენტისთვის, როდესაც მას გადაუდებელი დახმარება ჭირდებოდა და არ ჰქონდა თანხა. ყველას ვეხმარებოდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, საჩხერელი იყო თუ სხვა რაიონიდან. ეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი, იმიტომ, რომ გადაუდებელი დახმარება საქართველოს მოსახლეობის 100 %-ისთვის არის უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება საჩხერის საავადმყოფოს დანარჩენ კომპონენტებს, მაგალითად, ინფრასტრუქტურას, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება. მძლავრ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ ამის გაკეთება.

რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, უკვე დაწყებული გვაქვს და მთელი საქართველოს მასშტაბით და ძირითადი სამედიცინო სერვისების გაკონტროლება მოხდება სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ეს მცდელობები დაწყებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არ ხორციელდებოდა.

_ უკონტროლო სამედიცინო სერვისები და დანგრეული ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულად მძიმე ფორმით რეგიონებშია გამოხატული, სადაც თქვენ ძალიან ბევრი პრობლემა დაგხვდათ. სამთავრობო კომისიაც კი ჩაერთო ამ საქმეში. არის რაიმე შედეგი?

_ რაც შეეხება იმ პრობლემებს, რაც რეგიონებში დამხვდა, დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ხშირ შემთხვევაში, არჩევანი ან საერთოდ არ არის, ან ძალიან შეზღუდულია. შესაბამისად, იქ სადაც თავისუფალი არჩევანი არ არის, ყოველთვის გროვდება რაღაც პრობლემები და არაერთხელ ვთქვი, რომ ძალიან გამაკვირვა იმან, თუ რამდენად არის რეგიონებში კონცენტრირებული ეს პრობლემები, საიდანაც გამოსავლის მოძებნა ძალიან რთულია. როგორც პაციენტები, ასევე სამედიცინო პერსონალი დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ითხოვენ ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას.

ამასთან დაკავშირებით, დეკემბერშივე შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც სწავლობს ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულების სტატუსს, მაგრამ დამერწმუნეთ, შეგნებულად თუ სტიქიურად, იმდენად ჩახლართული პროცესია, რომ ექსპერტული დახმარებები გვჭირდება სიტუაციაში გასარკვევად, ჩვენი, ჯანდაცვის კომპეტენცია, ხშირ შემთხვევაში, არ აღმოჩნდა საკმარისი.

მაგრამ ეს სწრაფად, ინტენსიურად მიმდინარე პროცესია და ვფიქრობ, რამდენიმე თვეში საბოლოოდ გავერკვევით და რაღაც ნაწილში დაიწყება სამართლიანობის აღდგენა.

_ ბატონო დავით, ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გვიხდებოდა სხვადასხვა რაიონებში მიმდინარე პროცესების გაშუქება, ძირითადად, ექიმთა საპროტესტო აქციების. ქობულეთის, ჩოხატაურის, ბათუმის მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ. მოსახლეობის და მედპერსონალის აზრით, მხოლოდ კერძო კლინიკების არსებობამ შექმნა პრობლემები და დაძაბა ურთიერთობები კლინიკებს, ექიმებსა და მოსახლეობას შორის. რამდენადაა შესაძლებელი თუნდაც რაიონულ დონეებზე მუნიციპალური კლინიკების შექმნა, ან თუნდაც სადაზღვევო კომპანიებისაგან გამოსყიდვა?

_ სხვათაშორის, ძალიან აქტუალური და მიზნობრივი კითხვა დამისვით და მოდით, ცოტა ზოგადი მიმოხილვით დავიწყოთ. თავისთავად, კერძო კომპანია მართავს სამედიცინო დაწესებულებას თუ სახელმწიფო, ამაში პრობლემა არ შეიძლება იყოს. მთავარია, რამდენად სწორად მართავს ამ ყველაფერს. ჩვენ რასაც ვხედავთ, აბსოლუტურ უმრავლესობაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებში და ასეთია 99%, პერსონალი ძირითადად ჩივის დაბალ ანაზღაურებაზე, დაგვიანებულ ხელფასებსა და სერვისების არასაკმარის რაოდენობაზე.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვგეგმავთ თუ არა მუნიციპალური კლინიკების შექმნას, დიახ, ვგეგმავთ და დღესაც მაგასთან დაკავშირებით მაქვს შეხვედრა. გვინდა, რომ რეგიონებში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ასეთი პროექტი _ სამედიცინო დაწესებულებების მართვა, რაც გულისხმობს ერთგვარ მუნიციპალურ საავადმყოფოებს. ასეთი გეგმა ნამდვილად არის, არის კონკრეტული მიმართულებები და მოლაპარაკებები. მაგრამ ახლავე უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ მუნიციპალური საავადმყოფო ზოგადად ნიშნავს, რომ ეს სამედიცინო ინფრასტრუქტურა არის ადგილობრივი მმართველობის საკუთრებაში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე დასრულდება და დაიწყება გახორციელება. ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს იქ მიმდინარე სამედიცინო აქტივობებს, ხოლო დაფინანსება გახორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

ვადასტურებ _ დიახ, ეს განიხილება და მიმდინარეობს ძალიან აქტიური და კონკრეტული მუშაობა, რის პირველ შედეგებსაც ძალიან მალე დავინახავთ. ეს იქნება ძირითადად მაღალმთიანი რეგიონების შედარებით პატარა კალიბრის სამედიცინო დაწესებულებები.

_ ბატონო დავით, როდესაც ჩვენ ვწერდით, რომ კონკრეტულმა სადაზღვევო კომპანიებმა ექიმებს საახალწლოდ, ხელფასის სახით 6 და 32 ლარი გამოუწერეს, ეს იყო არა სიტყვის მასალა, არამედ _ ფაქტი. ეს ფაქტი მოხდა ქობულეთში და საუბარია კომპანია “ალდაგი ბისიაიზე”. ათეულობით პროფესიონალმა ექიმმა პროტესტის ნიშნად არ გააგრძელა აღნიშნულ კომპანიაში მუშაობა. მეორე დიდი პრობლემა იყო ჩოხატაურსა და ლანჩხუთში, სადაც კომპანია “ადითის” თვითნებობა ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ხომ არ შეგისწავლიათ ამ კომპანიების საკითხი?

_ დიახ, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, შესწავლილი მაქვს და გარკვეული მონიტორინგი და აქტიური ჩართულობაა. აქ არის რამდენიმე მიმართულება _ ქობულეთს რაც შეეხება ეს არის “ჩემი ოჯახის კლინიკა” და მე რამდენჯერმე შევხვდი როგორც აღმასრულებელ დირექტორს, ასევე, მიმართულების მენეჯერს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტი იმისთვის, რომ ჩავერიოთ სახელფასო ანაზღაურებაში, თუმცა, არც თუ ისე არარეალურია, რომ მალე ეს ბერკეტები გაჩნდეს საკანონმდებლო ბაზაზე.

ვაღიარებ და ვადასტურებ, რომ ის ანაზღაურებები, არა მარტო ქობულეთის, არამედ სხვა უამრავ სამედიცინო დაწესებულებებში, ბევრად დაბალია, ვიდრე თუნდაც საარსებო მინიმუმი _ 150 ლარი. ალოგიკურია საერთოდ.

ჩვენ არასდროს გავაკეთებთ იმას, რომ იმპერატიულად და ძალდატანებით შევცვალოთ კერძო კომპანიის და ზოგადად, კერძო ბიზნესის მიმართულება, თუმცა, ჩართულობა და კონსულტაციები აუცილებელია.

რაც შეეხება “ადითს”, ამაზე მე გურიაში შეხვედრის დროს მოვუყევი ჩემს კოლეგებს, რომ აქ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებების დასრულება. თვითონ კონტრაქტში არის ჩადებული ძალიან რთული, შენელებული მოქმედების ნაღმები, რომელსაც უნდა განეიტრალება და სწორი მართვა. ერთი შეხედვით, შეიძლება ზედაპირზე იდოს ის, რომ არაფერი შეასრულა ამ კომპანიამ, ვადა გასდის მარტში და რა პრობლემაა, დაიბრუნოს სახელმწიფომ. მაგრამ არაა ეს მარტივი საქმე. ამ ხელშეკრულებაში, თვითონ ის ინფრასტრუქტურა, რაც გადაეცა აღნიშნულ კომპანიას, დატვირთულია იპოთეკით ოფშორულ ზონებში. იმდენი რისკი მოყვება ამას, რომ არაა გამორიცხული, ჩვენ სახელმწიფოს თავიდან დაგვჭირდეს ამ ინფრასტრუქტურის შესყიდვა. თუმცა, არც ამაზე ვიტყვით უარს. მთავარია, პაციენტს ჰქონდეს ადეკვატური მომსახურება. ამის ფინალიზაცია ხდება და უკვე ყოველდღიურ რეჟიმში სურათი მკაფიო ხდება და ვფიქრობ, ერთ კვირაში კონკრეტული, აღსრულებითი გადაწყვეტილებები გვექნება.

_ ანუ, თქვენი ქმედითი ნაბიჯები მიბმული იქნება ანტიმონოპოლიური კანონის აღდგენაზე, შრომის კოდექსისა და ხარისხის კონტროლის დახვეწაზე, რათა ხელ-ფეხი გაგეხსნათ კერძო კომპანიებთანაც? მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებთ მართლაც იყოთ ყველა ექიმის ადვოკატი და შუამავალი, როგორც ჩვენთან განაცხადეთ?

_ ყველა ექიმის ადვოკატი უკვე ვარ და მანამდეც ვიყავი, სანამ მინისტრი გავხდებოდი. უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია ის, რაც შეგვიძლია. ყოველთვის ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვერ მივიღებთ იმპერატიულ გადაწყვეტილებებს. შრომითი კოდექსის შეცვლა მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ სტატუს-კვოს, რაც ახლა არის. ის კონსულტაციები, რაც მიმდინარეობს მინიმალური სახელფასო ანაზღაურების კანონის შემოღებაზე, არ არის მარტივი თემა, ამიტომ ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი, რაც სახელმწიფოს გააჩნია, არის ჯანსაღი კონკურენცია. კერძო სადაზღვევო კომპანიებს იმ დამატებითი ვალდებულებების გამო, რომელიც აიღო 2010-2012 წლებში, რეალურად მძიმე მდგომარეობა აქვთ. მე მათ არ ვადვოკატობ, რეალურ მდგომარეობას აღვნიშნავ, მაგრამ რეალურად მძიმე მდგომარეობა აქვთ იმ ახალი საავადმყოფოების აშენების გამო.

ანუ ის ახალი პროექტი, რომელიც თებერვლის ბოლოს დავიწყეთ, რამდენიმე მიმართულებით კარგ საქმეს აკეთებს და მათ შორის შედის ისიც, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს გაუჩნდათ საპირწონე მძლავრი კონკურენტი _ კონკურენტი და არა მონოპოლისტი, სახელმწიფოს სახით. სახელმწიფო აპირებს, რომ თავის თავზე იტვირთოს ნელ-ნელა ის ვალდებულებები, რაც კერძო სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდათ. ეს ყველაფერი აისახება როგორც პერსონალის ხელფასებზე, ასევე ინფრასტრუქტურაზე.

_ კონკურენცია ახსენეთ და მინდა მთელი საქართველოს პრობლემაზე _ მედიკამენტებზე გკითხოთ. ფასების უმნიშვნელო დაწევა ზოგიერთ პრეპარატზე საერთოდ არ აისახება ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე. გაიაფდება თუ არა პირველადი მოხმარების მედიკამენტები და როდის შემოვა ბაზარზე ფარმაცევტული კომპანია, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს დააანონსა? როგორც მან თქვა, კომპანია მის მეგობარ ბიზნესმენს ეკუთვნის.

_ რაც შეეხება წამლების ფასს, სახელმწიფო არასდროს ჩაერევა იმპერატიულად კერძო ბიზნესის აქტივობებში, ფასები უნდა დაარეგულიროს ბაზარმა, თუმცა, მრავალ ქვეყანაში განიხილება, რომ რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, მედიკამენტებზე არის გარკვეული რეგულაციები. ჩვენი ამოცანაა, ამ ეტაპზე მინიმუმ, უზრუნველვყოთ ჯანსაღი კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, ხელს ვუწყობთ კერძო ბიზნესის განვითარებას და მათ შორის ჯანსაღი კონკურენციის. მოლაპარაკებები ნამდვილად დაწყებულია და იმდენად, რამდენადაც მოლაპარაკებების სტადია ჯერ არ დასრულებულა, მე თავს ვიკავებ კომპანიის დასახელებისგან, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, ლეგალური, გამჭვირვალე მოქმედება.

_ სოციალურად შეჭირვებულები და მათი დახმარება _ ეს არის ყველაზე მძიმე და მოუწესრიგებელი თემა, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკაზე იყო მიბმული. თუ იყავი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, გქონდა გარანტირებული დახმარება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება სიების გადახედვა და სოცაგენტების კომპეტენტურობისა გადამოწმება. ეს არის ყველა სოფლის პრობლემა. როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას?

_ ის კანონზომიერება, რომ სოციალური დახმარება რიგ შემთხვევებში გარკვეულ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, ეს გამოკვეთილია ძალიან მარტივი არითმეტიკული ანალიზით. დიახ, ვადასტურებ, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტები გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან კარგ კორელაციაშია დახმარების მიმღებების რაოდენობა გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან, ძირითადად არჩევნებთან. ეს იმდენად ცხადია, რომ ზედმეტ კვლევას აღარ საჭიროებს. დიახ, ვადასტურებ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის.

დაგეგმილი გვაქვს ამ მიმართულებით ძირეული მეთოდოლოგიური რეორგანიზაცია, რათა ერთი პატარა ხვრელიც კი არ დარჩეს თავისუფალი და სუბიექტური გადაწყვეტილებებისთვის. ყველა დეტალს ვერ გავაჟღერებ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან კონკრეტული მუშაობა მიდის ამაზე და ამ ყველაფერს მალე დაინახავთ. უსამართლობის და სუბიექტური გადაწყვეტილებებს ინსტრუმენტები გაქრება.

_ ბოლო პერიოდში მოდაშია კითხვა პრემიების შესახებ და გკითხავთ თქვენც. როგორ გადაწყვიტეთ თქვენი პრემიის საკითხი და საერთოდ, თქვენი ნება რომ იყოს, ამ სისტემას დატოვებდით?

_ ჩემი გადასაწყვეტი რაც იყო, მე უკვე გადავწყვიტე. მოსვლის დღიდანვე ავიღე ლურჯი ფერის კალმისტარი და პრემიის გრაფას ბუღალტრულ ანგარიშში გადავუსვი ხაზი. მოტივაცია ჩემი ის არის, რომ საჯარო მოხელის პოზიცია არ არის მარტო მატერიალური ანაზღაურება. თუმცა, მატერიალური მოთხოვნები ყველა ოჯახს აქვს.

მერიდება, ნამდვილად მერიდება იმ ადამიანების, რომლებსაც ყოველდღე ვუყურებ ამ ფანჯრიდან და ვხედავ, რომ ლუკმა-პური უჭირთ. იმის საშუალებაც არ აქვთ, 50-თეთრიანი ორცხობილა მიუტანონ შვილებს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი დისკომფორტის მომტანია. იმ შესაძლებლობებში, რა ზომების მიღებაც შემეძლო, მივიღე და პრემია უკვე მოვიხსენი. მოსვლის დღიდან დღემდე არც ერთხელ არ ამიღია პრემია და არც ვაპირებ აღებას. მე მაქვს მოსაზრებები, ჩემი შემოსავლის ნაწილი რაში რაში მივმართო და ამას, თქვენის ნებართვით, ჩემთვის დავიტოვებ.

რაც შეეხება შეჯამებას, რაც იხარჯებოდა წინა წლებში ფული მინისტრების ხელფასებზე, დაიხარჯება იმაზე 12%-ით ნაკლები, რაც მოხმარდება გაჭირვებულებს. ეს არის ერთადერთი ნუგეში, რაც მე ამ სერიოზულ დისკომფორტს და უხერხულობას ნაწილობრივ მაინც მიქარვებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

"ნოდარ ხადურის ბრძანებით "საქართველოს ფოსტა" უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

9:49; 2.01.2026
ზაფრანი

მამაკაცი და ახალი წელი

9:45; 2.01.2026
საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო