“26 მარტს, ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემა “აქცენტების” პირველი ნაწილის თემა “რა როლი აქვს ეკლესიას სოციალურად დაუცველების დახმარებაში და რამდენად წარმატებულად ასრულებს ამ როლს” წარმოადგენს აქტუალურ საკითხს, თუმცა გადაცემაში დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება და აღშფოთება.
“აქცენტები” წარმოადგენს ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ ერევა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.
შესაბამისად, გადაცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის ნაწილს.