ვერძი
თქვენი კრიტიკა მეტწილად სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ დღეს უაზრო და არაფრისმომცემ კამათში გაატარებთ.
კურო
დროა, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ვარსკვლავები სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისკენ მოგიწოდებენ. მოკლედ, ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.
ტყუპები
ამ დღეს საქმეს ჩვეულზე ადვილად უმკლავდებით, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები სიმარტივით და ეფექტურობით გამოირჩევა. ეცადეთ, ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენ მიერ გამოთქმულმა შენიშვნებმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.
კირჩხიბი
დროა, ოჯახის ბიუჯეტით დაკავდეთ. ამ დღეს საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ფულს ანგარიში უყვარს. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც თავიდან აიცილოთ.
ლომი
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ურთიერთობის დროს დაუფიქრებელ სიტყვებს უნდა მოერიდოთ. ბევრისთვის სიმართლე ძალიან მტკივნეულია და შესაძლოა, თქვენი პირდაპირობა სანანებლად გაგიხდეთ.
ქალწული
ცხოვრება თქვენგან პირდაპირ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. გირჩევთ, ამ დღისთვის სერიოზული გეგმები არ დაისახოთ და თუ შესაძლებელია, ახალი საქმის დაწყება ცოტა ხნით გადადოთ.
სასწორი
ზოგადად ეცადეთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და უფრო პრაქტიკულად იაზროვნოთ. თავი შეიკავეთ და ბოლომდე ნუ გაწყვეტთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვინც გაწყენინეს – ეს ადამიანები მალე სარგებელს მოგიტანენ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო შეხვედრების დროა. ახალი ნაცნობობა შეიძლება, ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზარდოს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მორიელი
დროა პირადი ცხოვრების მოწესრიგებით დაკავდეთ. სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ყველაფერს, რასაც მომავალი არ აქვს და აქტიურად განიხილეთ პროექტები, სადაც წარმატების დიდი შანსი გაქვთ. მთავარია, სიტუაცია არ გაართულოთ – თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სიმარტივეშია.
მშვილდოსანი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი საინტერესო გეგმა განახორციელოთ. შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდეს, მაგრამ წარმატების შანსი ამ დღეს გაცილებით მაღალია.
თხის რქა
ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოზღვავებული ენერგიისგან ადგილის პოვნა გიჭირთ. იმდენად აქტიური ხართ, რომ ყველა დაწყებულ საქმეს წარმატებით დაასრულებთ და სხვებსაც დაეხმარებით. გირჩევთ, ურთიერთობებში მეტი ტაქტი გამოიჩინოთ.
მერწყული
გარემოებები აჩქარებას გაიძულებთ. მთელ დღეს მუშაობაში გაატარებთ, თუმცა თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. რაც შეეხება დასვენებას, ამის შანსი მხოლოდ საღამოსკენ გექნებათ.
თევზები
ამ დღეს თქვენი ყურადღების მიღმა უმცირესი წვრილმანიც კი არ დარჩება. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, უკმაყოფილების და პრეტენზიების საჯაროდ გამოხატვაა, რასაც შეიძლება, საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.