ის დეპუტატთან, პაატა კიღურაძესთან ერთად ავიდა სასაფალოზე და ამის შემდეგ აცნობეს პოლიციას. როგორც სპარტაკ მამულაიშვილმა “გურია ნიუსთან” განაცხადა, არსებობს ეჭვმიტანილი, თუმცა, პოლიციას ჯერ ქურდი არ დაუკავებია.
_ თავდაპირველად შემატყობინეს დაზარალებულებმა, ავედი და გადავამოწმე ეს ინფორმაცია, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს. ვნახეთ გაძარცვულია 16 საფლავი. წვიმიანი ამინდის გამო, პოლიციამ ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჰყავთ ეჭვმიტანილი, მაგრამ დაკავებული არაა, მას ეძებენ, ასე რომ დანაშაული გახსნილად მაინც არ ითვლება თითოეული საფლავიდან წაღებულია კარი და ზღუდეეები სხვადასხვა რაოდენობით. ეს, სავარაუდოდ, 100 კილო ალუმინია.
_ მოსახლეობა შეძრწუნებულია ამ ფაქტით და მინდინარეობს თითოეული დაზარალებულის დაკითხვა პოლიციაში, -განაცხადა მამულაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ჩვენ დავუკავშირდით შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
_ ვმუშაობთ აღნიშნულ საქმეზე და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გვითხრა ჭანუყვაძემ.