26 ოქტომბრის 12 საათისთვის 54- ე სამტრედიის ოლქში ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე მისული 8516 ამომრჩეველია დაფიქსირებული, რაც საერთო ამომრჩევლის 19, 55 პროცენტია.
,,არ ვუჩივით აქტივობას. ინფორმაციებს ვიღებთ უბნებიდან, სადაც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. ოლქში ამ დროისთვის შემოსული საჩივარი არ დაფიქსირებულა. ზოგიერთ უბანში უმნიშვნელო ექსცესებს ჰქონდა ადგილი, რაც მალევე აღმოიფხვრა. საერთო ჯამში სერიოზულ დარღვევებს სამტრედიის ოლქში ადგილი არ აქვს”.- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა 54- ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, მარიამ ბოკელავაძემ.
ავტორი