https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი, ოპოზიციურ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში _ იურისტის მოსაზრება

21:27; 28.10.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა მოსაზრება, თუ რამდენად იძლევა საქართველოს კონსტიტუცია იურიდიულ საფუძვლებს პარლამენტის პირველი სხდომის შესაკრებად და მისი ლეგიტიმურობისთვის, თუ ოპოზიცია მანდატზე უარს იტყვის და “ქართული ოცნება“ მარტო დარჩება.

უკვე შემოგთავაზეთ კონსტიტუციონალისტის ვახუშტი მენაბდის მოსაზრებები: “არსებული მონაცემები დემოკრატიული გარემოს შანსს არ ტოვებს” და “ვახუშტი მენამდე ოპოზიციის მიერ სადეპუტატო სიების ჩახსნაზე”.

ახლა კი უცვლელად გთავაზობთ იურისტი კახაბერ ცხვირავაშვილის ვრცელ პოსტს ამავე თამაზე:

„ცესკოს საიტზე არსებული ინფორმაციის მიხდვით, სულ მიცემული და კვალიფიციური და დათვლილი ხმები შეადგენს 1 902 878-ს.

მანდატები, საქართველოს კონსტიტუციით გაწერილი მექანიზმის მიხედვით, ნაწილდება ასე:

ქოცები (ნომერი 41) – 89, კოალიცია ცვლილებებისთვის (ნომერი 4) – 19, ნაცები (ნომერი 5) – 16, ლელო (ნომერი 9) – 14, გახარია (ნომერი 25) – 12.

სულ: ოპოზიცია – 61 მანდატი, ქოცები – 89 მანდატი.

ამრიგად: პარლამენტის წევრთა 2/3 არის 100 დეპუტატი, ქოცებს კი, ყავთ 89 დეპუტატი (ეს მნიშვნელოვანი ციფრია დასამახსოვრებლად!).

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით: “ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა 2/3 უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.”

საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტი: “თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.”

პარლამენტის რეგლმანეტის 86-ე მუხლის მე-7 პუნქტი: “პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.”

იმავე კანონის იმავე მუხლის მე-8 პუნქტი: “თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.”

პარლმენტის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი: “პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.”

ახლა ვნახოთ რეალობა როგორია და რა შეიძლება განვითარდეს ამ პოლიტიკურ კრიზისში, სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა ვთარგმნოთ ჩვეულებრივ ენაზე და ჰიპოთეტურ, მაგრამ რეალურად შესაძლებელ სცენარებში. კიდევ გავიმეოროთ, რომ პარლამენტის წევრთა 2/3 არის 100 დეპუტატი, ქოცებს ყავთ 89 დეპუტატი.

ეს ნიშნავს, რომ:

  1. თუ პრეზიდენტმა არ დანიშნა ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ვერანაირი პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ვერც პირველ და ვერც მეათასე სხდომაზე, რადგან ცესკოს თავმჯდომარემ (თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს) მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დანიშნოს პირველი სხდომა, თუ პარლამენტში 2/3 -ს შეავსებს დეპუტატებით, რაც დაუშვებელია, რადგან თუ ოპოზიცია ჩახსნის სიებს სრულად, 1 არაუფლებამოსილ ოპოზიციონერ დეპუტატს იმავე პარტიის სიის მომდევნო ნომერი ვერ შეცვლის! შესაბამისად, პარლამენტში დარჩება მხოლოდ 89 ქოცი დეპუტატი და არავინ და ვერავინ სხვა.
  2. საქართველოს ახალი პრეზიდენტის (რომელიც ახლადარჩეულ პარლამენტში საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს) არჩევნები ვერ დაინიშნება, თუ თავად ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არ დანიშნა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღეში ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ, რაზეც ზემო პუნქტში ვისაუბრე და ვერ დაინიშნება, ვერ შეივსება 2/3 პარლამენტის წევრების, თუ ოპოზიცია სიებს ჩახსნის სრულად.
  3. თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, ანუ სიებს სრულად ჩახსნის, პარლამენტი ვერ იქნება უფლებამოსილი და პარლამენტის მუშაობა უნდა შეწყდეს, არჩევნების შედგები უნდა გამოცხადდეს ბათილად და უნდა დაინიშნოს განმეორებითი, ხელახალი არჩევნები.

აქვე ყურადღება მიაქციეთ, სანამ პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნება კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით ცნობილი, ჩათვალეთ, რომ ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება, ლეგიტიმური ძალაუფლების ვაკუუმია, არ ყავს პარლამენტი, არ ყავს მთავრობა და ფორმალურად არსებობს ძველი პარლამენტი და ძველი მთავრობა, რომელთა მიერ გამოცემულ აქტებს არ აქვთ იურიდიული ძალა გარკვეული დროის ლიმიტის (თუ არ მოხდა ძალაუფლების ლეგიტიმაციის მშვიდობიანი გადაცემა საკონსტიტუციო ვადებში ან დროზე თუ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, ანუ მუდმივად მოვალეობის შემსრულებელი ვერ იქნება ძველი პრემიერი და ძველი მთავრობა)) შემდეგ, შესაბამისად, მათი შესრულება არ არის სავალდებულო არც ერთი პირისთვის და არც საჯარო მოხელეებისთვის, რადგან არალეგიტიმური, უკანონო ბრძანებების და განკარგულებების შესრულება არის კანონდარღვევა! და დანაშაული

ამ დროს ქვეყანაში, სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის, მხოლოდ 2 ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე ინსტიტუცია იმუშავებს: საქართველოს პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლება! მოსამართლეებს კი  უნდა ახსოვდეთ, რომ როცა არჩევნებთან დაკავშირებული დავები მათ წინაშე აღმოჩნდება, ისინი უნდა იყვნენ სრულად თავისუფალნი პოლიტიკური გავლენებისგან და არც ერთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელს არ ექნება არავითარი ლეგიტიმური უფლება და ისედაც არ აქვთ წესით, რომ მათზე რამე ზეგავლენა იქონიონ… ყოფილი ქოცი ჩინოვნიკები, სანამ ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება, ფაქტობრივად არიან რიგითი, “უპაგონო” კერძო პირები, ჩვეულებრივი მოკვდავები და მოქალაქეები, როგორც ყველა! მათი ძალაუფლების ატრიბუტები წყდება იქ, სადაც ძალაუფლების გადაცემის ლეგიტიმაციის ხაზი და ჯაჭვი წყდება ძველსა და ახალ პარლამენტს შორის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების არდანიშვნის შემთხვევაში!

პრეზიდენტს და ოპოზიციას კი აქვთ ამის სრულიად ლეგიტიმური მექანიზმი, რომ ეს ჯაჭვი გაწყვიტონ და შექმნან პოლიტიკური კრიზისი, რომლიდან გამოსავალი ხელახალი და განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებია. ეს უნდა მოხდეს მანამდე, სანამ ამჟამინდელ საქართველოს პრეზიდენტს ისევ აქვს ლეგიტიმაცია! ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  1. თუ მაინც, ქოცები ძალადობრივად დასხდებიან პარლამენტში, კონსტიტუციას და ყველა კანონს მთელ მსოფლიოს ძალით გადაახევენ თავზე (ალეგორიულად) და იტყვიან, რომ პარლამენტი მაინც აგრძელებს მუშაობას და რომ ის ლეგიტიმურია, ეს იქნება სახელმწიფო გადატრიალება და მათ მიერ გამოცემულ ე. წ. “აქტებს ” არ ექნებათ იურიდიული ძალა და არ იქნება სავალდებულო შესრულება და მათი არშესრულება ვერ იქნება ჩათვლილი “კანონდარღვევად”, რადგან ჯერ თავად კანონი უნდა არსებობდეს, კანონი უნდა იყოს ლეგიტიმური საკანომდებლო ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოს მიერ მიღებული, რომ მერე ვიმსჯელოთ, დაირღვა თუ შესრულდა თუ არ შესრულდა ესა თუ ის კანონი და კანონი თუ არ და ვერ იარსებებს, ე. ი. არ არსებობს მისი დარღვევის ფაქტიც!

მაგალითად, კორპუსის, უბნის ბირჟელმა ვახომ რომ ფურცელზე დაწეროს, რომ ამიერიდან მთელი საქართველო ვალდებულია ვახოს ყოველ დილით ფეხის ქუსლები ფხანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვახო მათ სცემს, ეს ხომ არ იქნება კანონი? ხომ აბსურდია და ამ აბსურდის არშესრულება ხომ ვერ ჩაითვლება “კანონდარღვევად”. აი, ასე იქნება არალეგიტიმური პარლამენტის მიერ რაიმეს სახით “გამოცემული” რაღაც ყალბი აქტები… იურიდიულად ასეა და თუ ახლა ძალა აღმართს დახნავს, მაშინ არ ვიცი, მაშინ გაეროდან საერთოდ გასარიცხია ეს ქვეყანა და გასაუქმებელია სახელმწიფო, კანონი, სამართალი და იუნესკომ ეს ტერიტორია და მასზე მყოფი ადამიანები უნდა შეიყვანოს საბრალოთა წითელ ნუსხაში და დაარქვას ამ ტერიტორიას “კაცობრიობის საცოდაობისა და ადამიანის დეგრადაციის სარეზერვაციო გალერეა”… რაღაც აბსურდია ეს სცენარი, მაგრამ მე ამათ ხელში არაფერი მიკვირს და არც ის გამკვირვებია, რომ არჩევნებით არაფერსაც არ დათმობდნენ.

მაგრამ შიში მაინც ოხერია და ქოცნება ძალიან კარგად ხვდება, რომ საერთაშორისო იზოლაციით დიდხანს ვერ გასტანენ, შეეტენებიან ე.წ. BRICS-ს, ე. წ. 3+3 კვკასიურ ფორმატს, რუსეთს, მაგრამ მოსახლეობისგან დაიცლება ეს ქვეყანა, ის “პროევროპელი” (სინამდვილეში ბრიყვი და გაუნათლებელი) ქოცებიც კი წავლენ ამ ქვეყნიდან არნახული ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც შეიქმნება, რადგან საქართველოს არ აქვს რუსეთის მასშტაბის ნავთობი ან გაზი, არ აქვს რეალური ეკონომიკა, რომ გაუძლოს დასავლურ სანქციებს და ახალ ეკონომიკურ გაერთიანებებში და ფულის ახალ ნაკადებზე გადართვას კი დროს სჭირდება, რომელიც რიგით ადამიანს არ აქვს.

დაიცლება ქართველებისგან ეს ტერიტორია და აქ ჩამოსახლდებიან რუსები, შეიცვლება დემოგრაფია და ეს ქოცნება მაინც ბედნიერები იქნება, სრულებით არაქართული შინაარსის სოციალურ-კულტურულ მოვლენებს მაინც “ქართულს” დაუძახებენ, ჭამენ მწვადს და ხინკალს, გამოძღებიან, როგორც დღეს ძღებიან, შექმნიან თავის ილუზიას და იქნებიან ბედნიერები… მათ სულ არ ადარდებთ არაფერი და არავინ საკუთარი ძალაუფლების გარდა!

ახლა ხომ ხვდებით, რატომაც უნდოდათ ქოცებს მაინცდამაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 100 დეპუტატზე მეტი პარლამენტში? აი, სწორედ ამისთვის, პარლამენტის ფორმალური ლეგიტიმაციის შესანარჩულებლად დასავლეთის თვალში და არა მხოლოდ ამისთვის, სხვა “კეთილი” საქმეების საკეთებლადაც, კონსტიტუციაში საკუთარი ანტიდემოკრატიული იდეების ჩასაწერად, რაც საქართველოს ”კონსტიტუციურად” აქცევდა ნანდიტურ სახელმწიფოდ.

დემოკრატია და სამართალი ამათ არსობრივად საერთოდ არ სჭირდებათ, როგორც მგელს სახარება, მაგრამ თვით ბოლო გარეწარ ბანდიტსაც კი სჭირდება ფორმალურად “სახის კანონიერება”, რომ მსოფლიომ მასთან ივაჭროს, ფული აკეთოს, როგორც ვენესუელის პრეზიდენტმა მადურომ, ასადმა, კადაფიმ, აიათოლამ, პუტინმა და ა.შ.

ამ კლუბის წევრები არიან ესენი და ევროპა გიჟი კი არაა, ქართველ ხალხს რომ ეუბნება, მაგათ გარეშე როცა გინდათ, შემოდითო… თქვენ თქვენს დალაგებულ, მოწესრიგებულ და გაწკრიალებულ, მყუდრო და მშვიდ სახლში ქურდს, ბანდიტს, კრიმინალს, თაღლითს შეუშვებთ, რომელიც თქვენს მეზობელ ბანდიტს ეძმაკაცება? ვიქტორ ორბანიც ყოფნით მასეთი ევროპაში და ფიცო და სერბეთი კიდევ და ივანიშვილს რატომ დაიმატებენ თავის კიდევ უფრო ასატკიებლად?“ _ წერს კახაბერ ცხვირავაშვილი.

გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16 სექტემბერი, 2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16 სექტემბერი, 2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16 სექტემბერი, 2026

"ჩემი ხმა": “როგორ გაყალბდა არჩევნები”

"ეს არჩევნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია"_ "მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიში

ყველა სიახლე

საზოგადოება

გადაუდებელი და სასწრაფო ამბავია _ ერთად ვიბრძოლოთ გიორგის სიცოცხლისთვის!

22:46; 16.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა

21:19; 16.09.2026
მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო