ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს 2013 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის 2013 წლის გეგმა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს, _ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.