მედიასთან ყოფილი კულტურის მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთის კულტურის მინისტრთან 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე მიწერილ წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ წერილში ყოფილი მინისტრი რუს კოლეგას ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კულტურული ღონისძიების გამართვას სთავაზობდა.
ოდიშარიას განმარტებით, მსგავსი რამდენიმე წერილი არსებობს. მაგრამ, მის გამოქვეყნებას კულტურის სამინისტრო არ აპირებს. თუმცა, თვლის რომ ანალიზისთვის და საზოგადოებისთვის ეს წერილები საინტერესო იქნება. თუ როგორ მოხდა წერილი გია ხუხაშვილის ხელში, ამასთან დაკავშირებით მინისტრს ინფორმაცია არ აქვს.
“წერილი როგორ მოხვდა მის ხელში, მართლაც არ ვიცი. მაგრამ, მსგავსი წერილები ნამდვილად არსებობს, თუმცა, კულტურის სამინისტრო ამის გამოქვეყნებას არ აპირებს. მაგრამ, ანალიზისთვის და საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ეს წერილები. ფაქტობრივად, ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, 2008 წლის ომის შემდეგ, სამი თვის თავზე იწერება _ რომ ჩვენ ძალიან გვინდა ურთიერთობა რუსეთთან და ა.შ. მოკლედ. მინდა ვთქვა _ ეს ყველაფერი თქვენ უნდა განსაჯოთ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა…”
არსებობს თუ არა საპასუხო წერილი ვაშაძის მიერ მიწერილ წერილზე, ამასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა არსებობს, მაგრამ არ უნახავს: “ალბათ, საპასუხო წერილი არის. მაგრამ მე არ მინახავს. არის დაახლოებითი შინაარსი წერილები, სადაც კულტურულ ურთიერთობებზეა საუბარი. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ადამიანები რომლებიც დღეს აკრიტიკებენ იგივე კულტურის სამინისტროს, ორკესტრებს, ანსამბლებს, თეატრებს, რატომ ურთიერთობთ რუსეთთანო, იმ პერიოდში თავად თხოვდნენ მათ, რომ ეს ურთიერთობა გაფართოებულიყო და გაღრმავებულიყო. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას, სანამ კარგად არ შევისწავლით.”