საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა პროგრამა: “წითელაზე” მართლაც საყურადღებო მდგომარეობაა, რადგან მომატებულია დაავადების შემთხვევები. დამტკიცებული იქნა სამუშაო გეგმა.
დღეს, დამატების სახით, მთავრობისგან ავიღეთ ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად შევისყიდოთ ვაქცინების დამატებითი რაოდენობა. ამ ეტაპზე ვაქცინების დეფიციტი არ არის. ეს არის ის მზადყოფნა, რომელიც აუცილებლობის დროს ოპერატიულად ამუშავდება,” _ თქვა სერგეენკომ.