“ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10 საათსა და 40 წუთზე მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია “მერსედესი”-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და “ტოიოტა”-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა.
ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყობა არ მიუყენებია.
აღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს.” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved