გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ჩინური წარმოების 400 ცალ მობილურ ტელეფონს შეუცვალა სამარკო ნიშანი და აღნიშნული მობილურები, როგორც ნოკიას ფირმის წარმოებული პროდუქცია, 7 200 აშშ დოლარად გაყიდა.
მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.