ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა აშშ საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო მოსამსახურემ და მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა მიიღო.
სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2013” მესამე წელია პერმანენტულად ტარდება და სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ერთთვიანი სწავლება სამ ფაზად დაიგეგმა და მასში ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ სპეციალური მომზადება ISAF-ის მისიის გასაშუქებლად გაიარეს. ჟურნალისტებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
„Agile Spirit 2013“-ის დახურვის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა და ჯგუფმა „Blues Mobile Band“-მა სამხედროებისთვის სპეციალური კონცერტი გამართა.