შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 2 აპრილს, დაახლოებით დილის ორ საათზე, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი. ფ., რომელსაც პირადი დათვალიერების შედეგად ჯიბეში, სიგარეტის კოლოფში ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა უპოვეს. შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved