ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ.
საზეიმო ცერემონია შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა და სიტყვა რიჩარდ ნორლანდს გადასცა.
რიჩარდ ნორლანდი: ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით საძირკველი ჩაეყარა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შენობის დაწყებას. ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც არის ისტორიული ნაწილი, რომელიც აკავშირებს დასავლეთს და აღმოსავლეთს და ასევე არის ნაწილი ახალი აბრეშუმის გზისა. თანამშრომლობა, რომელიც არის სანაპირო დაცვის საპატრულო პოლიციას, საზღვაო უწყებას შორის, სწორედ რომ საჭიროა საზღვაო უსაფრთხოებისათვის. მივესალმები ამ სააგენტოების პროფესიონალიზმსაც. ასევე მინდა გამოვთქვა იმედი იმისა, რომ შავი ზღვის სახელმწიფოებიც გახდებიან ნაწილი და მიიღებენ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან საკითხში. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერთა კორპუსის არმიის წარმომადგენლობა, დიდი პატივია ჩვენთვის და კარგი დღე არის.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მდლობა გადაუხადა:
“ ძალიან მალე დადგება დღე, როცა საზეიმოდ გაიხსნება აღნიშნული ცენტრი და ყველა იმ დანაყოფს, ვისაც წილად ხვდება ამ ცენტრში სამსახურის დაწყება, მათ ექნებათ ბევრად უფრო კომფორტული, თანამედროვე ტექნიკით და საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საბაჟოს წარმომადგენლები.
დღესვე ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნის ცერემონია გაიმართება.