ამ წუთებში გურიის სოფლებში ნაწილში თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია. დილის საათებში “გურია ნიუსის” კამერამ დააფიქსირა სოფელ წითელმთასა და სოფელ შემოქმედში ტრაქტორი გზის გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა.
ოზურგეთის მომსახურების სამსახურის თანამშრომლები ხეებს ბერტყავდნენ თოვლისგან. სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი პოსტავს. გზის გაწმენდას ითხოვენ სოფელ ბაილეთში, სილაურში.
შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს. მაგთის ინტერნეტის ხაზები დაწყვეტილია და აბონენტებს არ მიეწოდება ინტერნეტი. როგორც არაერთი ადამიანი წერს ფეისბქუზე არავინ იცის როდის მოვა შუქი და აღდგება ინტერნეტი.
ამ ეტაპზე გურია ნიუსი ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან კონკრენტულად მივიღოთ ინფორმაცია რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში.
გურია ნიუსს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია კაპროვანიდან.
“ვითხოვთ დახმარებას. ყველა კუთხით პრობლემებია. თუ ხალხის ხელისუფლებაა და დაგვეხმარონ” _ გვწერენ კაპროვანიდან და ასევე ვიდეოსაც გვიგზავნიან.


































































