“წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქცია “მე პატიმარი ვარ!” პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციაზე, ათი ადამიანი დააკავა. დაკავება მას შემდეგ მოხდა,როცა აქციის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს. მომიტინგეებმა უზენაესი სასამართლოს კართან ჩამოკიდეს გვირგვინი, წარწერით – “დავტირით სასამართლოს”.
დაკავებული პირები სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილნი. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია ასევე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია.
თავდაპირველად “წინააღმდეგობის მოძრაობამ” აქცია რუსთაველზე გამართა.
პალიტრატვ.გე