სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რიო ბრანკოს უნვიერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფრომდა.
„ეს საშუალებას მოგვცემს გავიზიაროთ გამოცდილება ამ ტრადიციულად ძლიერი აკადემიისგან, გავცვალოთ დიპლომატები, რომლებიც გაივლიან სპეციალურ კურსებს, რაც მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის ამაღლებისთვის,“– განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
„ბრაზილიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ვფიქრობ, დიპლომატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ ორი ქვეყნის ხალხების ერთმანეთთან დაახლოებისა და მათ შორის ურთიერთგაგების განმტკიცების მიზნით. ამ თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სფეროში შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთგაგების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია“- განაცხადა რიობრანკოს დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელმა სერჯიო ბარეირუშმა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმზღვანელი ასევე სიტყვით გამოვიდა რიო ბრანკოს ინსტიტუტში, სადაც მან საქართველოსა და ბრაზილიის ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა, წაიკითხა ლექცია თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“. მინისტრი ასევე შეხვდა ბრაზილიის წამყვანი მედია–გამოცემა O Globo-ს წარმომადგენლებს.