მონადირეთა ჯგუფ “ძამასთვის” გაგა ჭაბუკიანის ლექსზე სიმღერა დაიწერა.
მუსიკის ავტორი ჩოხატაურელი ბაჩო სიხარულიძეა, ხოლო არანჟირება გაუკეთა და შეასრულა ნიკა ჩირგაძემ.
ინფორმაციისთვის, ჯგუფი “ძამა” ჩამოყალიბდა 2017 წელს ჩოხატაურელი მონადირეებისაგან.
ჯგუფის შექმნის თავდაპირველი მიზანი იყო მტაცებლის გამოხშირვა, ბუნებიდან რომელიც მოსახლეობას აწიოკებდა. ამას მოჰყვა საქველმოქმედო აქციები, რომელმაც ჯგუფს დიდი პოპულარულობა მოუტანა.
ჯგუფის მიერ დასავლეთ საქართველოში აღდგენილი იქნა სპორტის მივიწყებული სახეობა ,,სპორტინგი” _ თიხის მოძრავ სამიზნეებზე სროლაში შეჯიბრი და დღეს სპორტი ეს სახეობა, ჯგუფის დამსახურებით, პოპულარულია საქართველოში.
უკვე ზედიზედ მეხუთედ გაიმართება ჩოხატაურში მონადირე ძაღლების გამოფენა ჯგუფის ორგანიზებით.
ჯგუფს აქვს თავისი ლოგო და გიგა ჭაბუკიანმა ლექსიც მიუძღვნა, რომელიც ახლა სიმღერად იქცა და დიდი პოპულარობით სარგებლობს უკვე არამარტო მონადირეებში.