საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება“
„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ _ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?
არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტალურად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ”, _ წერს ზურაბიშვილი.