მოსწავლეების სკოლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ წუთებში მათ გამოკვლევები უტარდებათ. ადგილზე ახლახანს მივიდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძე და განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის მოსწავლეების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზს მოგვიანებით მედიკოსები დაადგენენ. სავარაუდოდ ისინი მოწამლული არიან. საჭიროების შემთხვევაში კი მოსწავლეების სხვა საავადმყოფოებში გადაყვანა მოხდება.